Главная > სიახლეები / პოლიტიკა > პრემიერი - პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

პრემიერი - პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს


30-09-2025, 10:45. Разместил: mariko

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა - თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

კობახიძემ ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა, როცა საქმე ძალადობასა და კანონის დარღვევას შეეხება.

„თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, რომ 2-დან 5-წლამდე მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ, სახელმწიფო სისტემისა და პარლამენტის შენობის წინააღმდეგ ძალადობდნენ. ანალოგიურად, შეეფარდება ყველა მოძალადეს კანონის შესაბამისი მუხლი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, არავის მიეცემა საშუალება, საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.

„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


Вернуться назад