Главная > სიახლეები / საზოგადოება > ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა22-10-2023, 19:32. Разместил: mariko |
ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზას სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 651 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი მტკიცებით, დაღუპულთა 40%-ს ბავშვები შეადგენენ. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია 14 245-ზე მეტი ადამიანი, მათგან 70% ბავშვები და ქალები არიან. Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 266 პალესტინელი, მათ შორის 117 ბავშვი, დაიღუპა. Вернуться назад |