Главная > სიახლეები / კრიმინალი > მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, რომლის 61.86 % გაიხსნა
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, რომლის 61.86 % გაიხსნა3-08-2023, 11:55. Разместил: mariko |
მიმდინარე წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 16 738 ფაქტი (61.86 %) გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი - 7437 შემთხვევა (გაიხსნა 4112) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულის 2899 (2652) ფაქტი; ოჯახში ძალადობის 2153 (1763) შემთხვევა; ძალადობის 1572 (825), ხოლო მუქარის 2019 (1824) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 812 შემთხვევა, საიდანაც 87 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 20 და 15 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 31 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 30 და 22 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 48 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 630 შემთხვევა - გაიხსნა 6. Вернуться назад |