Главная > სიახლეები / კრიმინალი > 2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1850 მოქალაქე
2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1850 მოქალაქე3-08-2023, 11:41. Разместил: mariko |
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1850 მოქალაქე. სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა). რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა. ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 34; სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 82; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62; მოძრაობის დაწყების მანევრი - 26; მოხვევის მანევრი - 60; მობრუნების მანევრი - 8; უკუსვლით მოძრაობა - 14; გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28; ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58; მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2; ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1; დისტანციის დაუცველობა - 88; სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3; განლაგების წესის დარღვევა - 1; რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1; სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712; Вернуться назад |