Главная > სიახლეები / კრიმინალი > არსებული ინფორმაციით, აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა

არსებული ინფორმაციით, აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა


12-12-2022, 00:14. Разместил: mariko

არსებული ინფორმაციით, აჭარაში, სოფელ სალიბაურში ცეცხლსასროლი იარაღით მამამთილმა რძალი მოკლა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს, შუახნის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს.


Вернуться назад