Главная > სიახლეები / პოლიტიკა > შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე - ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმეო? ვერ ჭამს და რა გააკეთოს? - ამაზე დიაგნოზები მეტყველებს

შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე - ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმეო? ვერ ჭამს და რა გააკეთოს? - ამაზე დიაგნოზები მეტყველებს


7-12-2022, 23:11. Разместил: mariko

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობის ისეთი კურსი, რომელსაც საქართველოში „არ უტარებენ, ვერ უტარებენ და ვერც ჩაუტარებენ“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აღნიშნული სულაც არაა გასაკვირი და მას ამის დამადასტურებლად 2021 წლის, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს არ აქვს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“.

„ერთ მაგალითს მოვიტან არის ასეთი, პაპოშვილის საქმე. 2021 წლის დეკემბერში, ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ბელგიიდან არ გადმოსცა საქართველოს პაპოშვილი. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, „პატიმარი პაპოშვილი არ გადაეცეს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძე გადაცემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მიმართა კითხვით, „რატომ არ ურჩევენ სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები?“.

ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ვერ ჭამს და ვერ იღებს საკვებს, ამაზე ზუსტად ის დიაგნოზები მეტყველებენ, რომელიც გაჟღერდება სასამართლო პროცესზე.

„სამეგობროში, საახლობლოში, სანათესავოში, ალბათ, ყველას გვყოლია ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში ყოფილა და ვერ იკვებება. უნდა საკვების მიღება და ვერ იკვებება. ზოგს სიმსივნე აქვს, ზოგს ციროზი ჰქონია, ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ახლა ექიმებს, მკურნალობას დავანებოთ თავი და მივიდეს მთელი პარლამენტი და ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმე-თქო? ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? რომ ვერ ჭამს და ვერ იღებს საკვებს, ამაზე ზუსტად ის დიაგნოზები მეტყველებენ, რომელიც გაჟღერდება სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


Вернуться назад