Главная > სიახლეები / ეკონომიკა / საზოგადოება > ,,კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა,სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ კიდევ გაიზრდება"- ირაკლი პეტრიაშვილი
,,კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა,სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ კიდევ გაიზრდება"- ირაკლი პეტრიაშვილი19-10-2022, 09:40. Разместил: mariko |
დიახ, საშუალო კვალიფიკაციის მუშა-ხელის სერიოზული პრობლემაა და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, რა არის ქვეყანაში კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობის მიზეზი და აღნიშნავს, რომ კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის. „კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის. თქვენ რა კითხვაც დამისვით, ერთი სიტყვით პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ პრობლემა მრავალფეროვანია. ბუნებრივია, ერთი გახლავთ სოციალური დიალოგის არქონა, ამასთან, ტოპმენეჯმენტსა და რიგით მუშა-ხელს შორის ხელფასებს შორის დისბალანსი. პლუს ამას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები იმ მუშა-ხელს არ ამზადებენ, რაც შრომით ბაზარს სჭირდება. დიახ, სერიოზული პრობლემა არის ექთნების, სერიოზული პრობლემა იქნება ცოტა ხანში ექიმების, სერიოზული პრობლემა არის საშუალო კვალიფიკაციის მუშა ხელის და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ გაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, მანამ სანამ ადეკვატური მინიმალური ხელფასი არ გვექნება, მანამ სანამ არ გვექნება პროფესიული სწავლება იმ დონეზე, რაც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდება. ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა. სახელმწიფომ პროფკავშირებთან და კერძო სექტორთან ერთად, უნდა შექმნას ადეკვატური პროფესიული გადამზადების სისტემა, რომელიც დღემდე საქართველოში არ გვაქვს,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა. ის ასევე „ინტერპრესნიუსთან“ შრომით ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზებზე და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს. „პირველ რიგში, როცა რეფორმებზე საუბრობენ, ძალიან ადვილია რეფორმების ქაღალდზე დაწერა. ქაღალდი ყველაფერს იტანს. ყველაზე რთული არის მენტალიტეტის რეფორმირება. მენტალიტეტს სჭირდება რეფორმირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებით და მათ შორის, იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ოპერირებს. მათ შორის, ჩინოვნიკების მენტალიტეტის ცვლილება არის საჭირო. ასევე საჭირო არის, რომ კვალიფიციური ადამიანები და ორგანიზაციები განსაზღვრავდნენ და მათთან დიალოგის შედეგად დგებოდეს ბიუჯეტი. ახლა, დღეს თუ ხვალ ახალი ბიუჯეტი მტკიცდება.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. Вернуться назад |