Главная > სიახლეები / ეკონომიკა > ირაკლი პეტრიაშვილი - „საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს საშუალო ხელფასი, კატასტროფა გვექნება, რადგან 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს
ირაკლი პეტრიაშვილი - „საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს საშუალო ხელფასი, კატასტროფა გვექნება, რადგან 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს19-10-2022, 09:36. Разместил: mariko |
„საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მან განმარტა, რატომ არის ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარი. „საქსტატი“ რა მონაცემსაც დებს ციფრთან დაკავშირებით რეალურია და საშუალოდ ასე გამოდის, მაგრამ აქ ძაღლის თავი აბსოლუტურად სხვაგან არის დამარხული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპაში ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის ხელფასებს შორის სხვაობის სტანდარტი არის არაუმეტეს 1/15-თან ანუ, თქვენ, დასაქმებულს თუ გაქვთ ერთი ლარი, მე, როგორც თქვენს მენეჯერს, შეიძლება 15 ლარი მქონდეს და არა 21 ან 32 ლარი. ამერიკაში ეს არის არა უმეტეს 1/25-თან. საქართველოში ამ უმსგავსობის პალიტრა, ტოპმენეჯმენტსა და მუშა კაცს შორის ხელფასი არის 1/60-თან, 1/50-თან, 1/95-თან და ა.შ. ეს საშუალო ხელფასის ციფრი - 1 304 ლარი, რაც „საქსტატმა“ გამოიანგარიშა, არის უბრალოდ ის, რომ ტოპმენეჯმენტში თუ ვიღაცას ხელფასი 60 000 ლარი აქვს, იმის მუშებს შეიძლება, 400-450-500 ლარი ჰქონდეთ და ამის საშუალო კი კარგი ციფრი გამოდის. 60 000-ისა და დავუშვათ, 500-ის შეფარდება ერთმანეთთან ლამაზი ციფრი გამოდის, მაგრამ რეალობისგან და იმ ყოფისგან, რა ყოფაშიც დასაქმებული ადამიანები იმყოფებიან, კარდინალურად განსხვავდება,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. Вернуться назад |