Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება

ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება


8-09-2022, 17:30. Разместил: mariko

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებენ მოქმედს.

„რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღესავით ნათელია - როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს (ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი NGO-ა, მაგრამ ვიცით მისი რეპუტაცია), ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება...

აბსურდული ჩანაწერებია, როცა წინა ხელისუფლებას ასხამ ხოტბას და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებ, დღესავით ნათელია ყველაფერი, „თავისუფლების ინსტიტუტი“ ცალკე გამოყოფილია როგორც თურმე, ფენომენი დემოკრატიაში. ეს არის ბოკერიას, რამიშვილის და მათი ორგანიზაცია, იქ ყველაფერი დღესავით ნათელია და რამე კომენტარი ამას არ ჭირდება. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება ასეთი აბსურდული ფრაზები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“.


Вернуться назад