Главная > სიახლეები / ქალი და სამყარო > გასვლითი ტრენინგი გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

გასვლითი ტრენინგი გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში.


28-07-2022, 15:11. Разместил: mariko
გასვლითი ტრენინგი გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

Women's Fund in Georgia მხარდაჭერილი პროექტის: „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გასვლითი ტრენინგი ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში.

პროექტს ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს CENN-კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან თანამშრომლობით.

პროექტში აქტიურად არიან ჩართული საინიციატივო ჯგუფების: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირის“ წარმომადგენელები.

ჩითილების წარმოება, სასათბურე კონსტრუქცია, ღია გრუნტის მებოსტნეობა და ამ მხრივ მრავალ საინტერესო საკითხებზე მოხდა მონაწილეთა ინფორმირება.

სოფელ მარადისში მცხოვრებმა ქალებმა თავიანთი მეწარმეობითი გამოცდილება გაუზიარეს და მიღწეული შედეგები გააცნეს პროექტის მონაწილეებს ბოლნისიდან.

Вернуться назад