Главная > სიახლეები > საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბ-ნი ზვიად მჭედლიშვილი, „მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის“ 2020 წლის გამარჯვებულად გამოაცხადა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბ-ნი ზვიად მჭედლიშვილი, „მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის“ 2020 წლის გამარჯვებულად გამოაცხადა


4-05-2022, 12:02. Разместил: cira mgvdeladze
თბილისი, 2022 წლის 3 მაისი -  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა ბ-ნ ზვიად მჭედლიშვილს Newscaucasus.com-დან. მან მოიპოვა პრიზი დოკუმენტური ფილმისთვის „არასოდეს უკითხავთ/არ გვეკითხებიან“, „Never been asked/Never are“ რომელიც ასახავს 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შემდეგ დაბადებული ექვსი ახალგაზრდის ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.
პრიზი ბ-ნ მჭედლიშვილს შესაძლებლობას მისცემს გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში, ლონდონში.
გამარჯვებულის გარდა, შემდეგმა ჟურნალისტებმა მიიღეს საპატიო ჯილდოები მათი შესანიშნავი ნამუშევრებისთვის:
•  ქ-ნი ოქტიაბრინა წიქორიძე  Radio WW-დან მისი ბლოგისთვის  „დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ“ “I want to talk about Dina” 
•  ბ-ნი სულიკო წიწიკაშვილი მედია პლატფორმიდან Qartli.ge მისი სტატიისთვის „ახალგორელები ძველი და ახალი გზების ძიებაში“  “People from Akhalgori Exploring Old and New Ways”
•  ქ-ნი. მარიამ ჯაჭვაძე Chai Khana Media/Current Time TV-დან მისი დოკუმენტური ფილმისთვის „ცხოვრება ომის შემდეგ“  “Life after War” 

Вернуться назад