Главная > სიახლეები / საზოგადოება > ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დმანისში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დმანისში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


15-02-2022, 14:34. Разместил: mariko

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი დოხტურიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განიხილა მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, შექმნილი ვითარება, არსებული დაზიანებების ხარისხი და ოპერატიული რეაგირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რომელიც მიწისძვრის შედეგების შესწავლის საფუძველზე, დაზიანებული შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ობიექტურ დასკვნას დადებს.

გიორგი დოხტურიშვილმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება - ზარალი კი ბოლო თეთრამდე იქნება ანაზღაურებული.

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტში, 20-მდე საცხოვრებელი სახლი და განთიადის საჯარო სკოლის შენობა დაზიანდა - მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ.


Вернуться назад