Главная > სიახლეები / პოლიტიკა > მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება - სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს გალიაც ჩემი აშენებულია

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება - სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს გალიაც ჩემი აშენებულია


13-01-2022, 16:00. Разместил: mariko

მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას წესრიგისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის სასამართლოს პატივს არ სცემს.

„სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


Вернуться назад