Главная > პოლიტიკა > ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ალტერნატიული კონსილიუმის მოწვევისთვის, საქმის მასალებს შეისწავლის

ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ალტერნატიული კონსილიუმის მოწვევისთვის, საქმის მასალებს შეისწავლის


27-10-2021, 13:05. Разместил: mariko

ცენტრი „ემპათია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ის ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზებას ითხოვს, საქმის მასალებს შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ  „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი გამოიყოფა.

„რა თქმა უნდა, მომართვის საფუძველზე, ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს და გამოიყოფა შესაბამისი ექსპერტთა ჯგუფი, ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებით ექსპერტიზა, მათ შორის, სტამბოლის პროტოკოლით, რაც გულისხმობს, როგორც უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს, გაიცემა რეკომენდაციები“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ იმ კონსილიუმს, რომელშიც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იღებს მონაწილეობას, არ ენდობიან. შესაბამისად, მან ცენტრ „ემპათიას“ ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზების თხოვნით მიმართა.


წყარო: IPN


Вернуться назад