Главная > პოლიტიკა > ზურა ჯაფარიძე: როდესაც ძალაუფლებას არ თმობ რევოლუციით შეგცვლიან მოქალაქეები

ზურა ჯაფარიძე: როდესაც ძალაუფლებას არ თმობ რევოლუციით შეგცვლიან მოქალაქეები


24-01-2021, 15:00. Разместил: mariko

როდესაც ძალაუფლებას არ თმობ, ერთადერთი გზა, რომელიც მოქალაქეებს დარჩენიათ ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვალაა - ამის შესახებ პარტიის ,,გირჩი - მეტი თავისუფლება” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის რესურსი დარჩენილი არ არის.

,,არ მგონია, რომ მოლაპარაკების რაიმე რესურსი არის დარჩენილი, ეს რომ ყოფილიყო მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. მომლაპარაკლებლები ვერ ხედავენ, რომ შესაძლებელია პოზიციების დაახლოება, ამ წუთში ,,ქართული ოცნება” ვერ გრძნობს წნეხს ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარედან, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე დათმობაზე წამოვიდეს. თუ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნდება. როდესაც ძალაუფლებას არ თმობ, ერთადერთი გზა რომელიც მოქალაქეებს დარჩენიათ არის, რომ რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. რევოლუცია არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიწლებს, სროლას და წიხლებს. მშვიდობიანი პროტესტი არის ერთადერთი, რასაც მე ვუჭერ მხარს და მშვიდობიანი პროტესტით უნდა გავუშვათ ესენი”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ


Вернуться назад