Главная > პოლიტიკა > დღეს საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს


22-04-2021, 10:58. Разместил: mariko

 დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი

ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს.

სხდომა დღეს, 22 აპრილს,12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

საკითხს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.


Вернуться назад