Главная > პოლიტიკა > ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციასთან გახანგრძლივებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ

ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციასთან გახანგრძლივებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ


24-01-2021, 01:18. Разместил: mariko

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დღეს 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის აქციას ოპოზიციური პარტიები ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და ,,ნაციონალური მოძრაობაც“, შეუერთდებიან.

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი ელენე ხოშტარია: ,ის,, რაც მოხდა „მონობის დაანონსებაა“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 22 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციასთან გახანგრძლივებულ შეზღუდვებს 2 საათზე გააპროტესტებენ.


Вернуться назад