Главная > პოლიტიკა > იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს.


16-02-2021, 11:33. Разместил: mariko

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს.  

მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა, უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.  

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც მელიასთვის გირაოს გადასახდელად მიცემული ვადა - 1 კვირა ამოიწურა. ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.


Вернуться назад