Главная > პოლიტიკა > პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს
პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს16-02-2021, 10:10. Разместил: mariko |
პარლამენტში იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარის, ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს. როგორც მელია ამბობს, ადვოკატებს სხდომაზე არ უშვებენ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში არ მოისმინოს ის უამრავი არგუმენტი, რომელიც მელიას მხარეს არის. "ის, რომ ეხლა ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლების მოპოვებას, იმ სხდომაზე, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და ამ სხდომაზე უნდა მოხდეს ჩემთვის იმუნიტეტის შეჩერება, რათა მერე დამაპატიმრონ და ადვოკატებს არ უშვებენ, თავად განსაჯეთ რატომ ხდება ეს, რომ პირდაპირ ეთერში არ მოისმინოს საზოგადოებამ არგუმენტები, რომელიც არსებობს უამრავი ჩვენს მხარეს და არცერთი კონტრარგუმენტი არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან". - ამბობს მელია მთავართან საუბრისას. პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რისთვისაც დღეს, 16 თებერვალს, ქართული ოცნების უმრავლესობა მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუწყვეტს. საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. Вернуться назад |