Главная > პოლიტიკა > რეგიონებში საკრებულოს მანდატების მოსაპოვებლად 3%-იანი ბარიერი იმოქმედებს

რეგიონებში საკრებულოს მანდატების მოსაპოვებლად 3%-იანი ბარიერი იმოქმედებს


15-02-2021, 13:55. Разместил: mariko

საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

ეს სიახლე უკვე ასახულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში.

პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო წარმოდგენილი იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისგან. თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოები კი, დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 5 წევრის შემადგენლობით.

რაც შეეხება დედაქალაქს, “ქართულმა ოცნებაში“ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საკრებულო, კვლავ 50 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან 10 წევრი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით.

“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა.


Вернуться назад