Главная > პოლიტიკა > დაპირისპირება ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან

დაპირისპირება ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან


11-02-2021, 21:34. Разместил: mariko

ამ წუთებში"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა , სადაც სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.


სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ,,ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ, დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: "სისტემა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!".

მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს.

მათ სამართალდამცავებს მოუწოდეს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არა შერჩევითი სამართლის. სამოქალაქო აქტივისტებმა ტროტუარზე ასევე დაწერეს:"ქოცების სისტემა კლავს“, „რუსული 9 წელი“, „კობახიძე-გავრილოვი“, „ არჩევნები მოპარულია“, არ შეგარჩენთ!". ადგილზე ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გეგმავენ მისვლას. ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ფოტო: ფორმულა


Вернуться назад