Главная > პოლიტიკა > დღეს პარლამენტის ბიუროს31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება წარედგინება


7-02-2021, 23:36. Разместил: mariko

პარლამენტის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის საქმიანობის ვადად განსაზღვრულია 3-თვე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა“.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, იმისათვის, რომ არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას ბრალდებას თუ მოსაზრებას პასუხი გაეცეს, კომისიის ფარგლებში გამოძიებულ უნდა იქნას თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება.

ამასთან, მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდება თუნდაც 1%-იანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის, მაშინ მმართველი გუნდი იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას ოპოზიცია არ აპირებს.


Вернуться назад