Главная > პოლიტიკა > ,,ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა", - არჩილ თალაკვაძე

,,ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა", - არჩილ თალაკვაძე


3-02-2021, 14:30. Разместил: mariko

გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშს წარადგენს.

თალაკვაძემ მოხსენებით გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2-მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციაა საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი საკუთარი რადიკალური განცხადებების და შეფასებების მძევალი გახდა და დღეს ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან, რასაც ევროპარლამენტარებმა ოპოზიციისთვის პრესტიჟისა და სახის შენარჩუნების გამოსავალი უწოდეს.

“რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ეს აქტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა - ევროპელმა კოლეგებმა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად შეაფასეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.


Вернуться назад