Главная > პოლიტიკა > ,,ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს", - გიორგი ვაშაძე

,,ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს", - გიორგი ვაშაძე


2-02-2021, 19:30. Разместил: mariko

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ ეტაპზე უფლებამოსილებას არ უწყვეტენ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მანდატებით ვაჭრობას არ აპირებს.

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება."- განაცხადა გიორგი ვაშაძებ


Вернуться назад