Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო

ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო


23-05-2023, 20:15. Разместил: mariko

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო.

„F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: „მაგალითად, პოლონეთში“.


Вернуться назад