Главная > პოლიტიკა > ემანუელ მაკრონი - რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

ემანუელ მაკრონი - რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს


9-02-2023, 11:25. Разместил: mariko

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი უნდა წააგოს.

„ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, თან ახლდეს უკრაინას გამარჯვებამდე და მისი კანონიერი და ლეგიტიმური უფლებების აღდგენაში“, - განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებების დაწყებამდე.

მისი თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ევროპის მომავალზე.

"ჩვენ ეს კარგად ვიცით. უკრაინელები დღეს იბრძვიან მშვიდობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების იმედი ჰქონდეს.

"უკრაინას, ამ ომის მოსაგებად, შეუძლია საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების იმედი ჰქონდეს. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ომი", - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და წინსვლას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა გაგრძელდება. მაკრონმა ხაზი გაისვა, რომ უკრაინაში თავდაცვისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის გაგზავნა მისი გადაუდებელი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება.


Вернуться назад