Главная > პოლიტიკა > იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში

იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში


25-11-2022, 18:37. Разместил: mariko


ბუქარესტის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა ამ რთულ დროს ნატო-სთან მათი მზარდი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთის ზეწოლა სხვადასხვა გზით ემუქრება.

„ამიტომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და საკუთარი თავდაცვის უნარის გაძლიერებაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ბუქარესტში 29-30 ნოემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.


Вернуться назад