Главная > პოლიტიკა > მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე მთავრი საკითხი 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე მთავრი საკითხი 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება


31-01-2021, 13:14. Разместил: mariko

2 თებერვალს - თებერვლის პირველ სამშაბათს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის მთავარი საკითხი პარლამენტის 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა, რასაც თავად ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

სადეპუტატო უფლებემოსილებების შეწყვეტის საკითხი კენჭსაყრელად 2 თებერვლის სხდომაზე გავა. იმავდრიულად, “მოქალაქეების“ სიით გასულმა ორმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.


Вернуться назад