Главная > პოლიტიკა > ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, რაც მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, რაც მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს


28-05-2022, 12:20. Разместил: maia

რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.


ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ლიმანის დაკავება დონბასზე შემდგომი შეტევის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია და ასევე მდინარე სევერსკი დონეცის მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებზე წვდომას უზრუნველყოფს.


„უახლოეს დღეებში რუსეთის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებენ მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვას. პლაცდარმი ლიმანთან ახლოს რუსეთს მიანიჭებს უპირატესობას დონბასზე შეტევის პოტენციურ მომდევნო ფაზაში, როდესაც ის, სავარაუდოდ, შეეცდება წინსვლას უკრაინის მიერ კონტროლირებადი საკვანძო ქალაქების მიმართულებით, უფრო ღრმად დონეცკის ოლქში - სლოვიანსკსა და კრამატორსკში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.


Вернуться назад