Главная > პოლიტიკა > იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა10-05-2022, 10:44. Разместил: cira mgvdeladze |
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერი მიშუსტინიც არის იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები რუსეთის 8 მოქალაქესა და დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს ეხება. უწყების ცნობით, სანქცირებულთა სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ოჯახის წევრები. როგორც CNN-ი იუწყება, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის, კვლევით ინსტიტუტებზე ექსპორტის აკრძალვა დააწესა. Вернуться назад |