Главная > პოლიტიკა > ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს


28-01-2021, 19:00. Разместил: mariko

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს. მელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას - ეს ერთი. მეორე - ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ", - განაცხადა მელაშვილმა, რომელმაც შეკითხვაზე, ელოდა თუ არა გათავისუფლებას ასევე აღნიშნა: „კიც და არაც, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს".

შეგახსენებთ, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ იცერი მელაშვილის თანამდრბობიდან გადაყრნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.


Вернуться назад