ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

ნანახია: 388
სრული ინფორმაცია

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას წყვეტს.ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნება დაცული.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს არის 33-ე დღე, რაც საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ავლენს. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით.

ამიტომ, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა დღეს პარლამენტს. მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის სერიოზულ კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."