ნიკოლოზ სააკაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას, პირდაპირი მნიშვნელობით, კლავენ

ნანახია: 397
სრული ინფორმაცია

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას, პირდაპირი მნიშვნელობით, კლავენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, თავდაპირველად ეგონა, რომ მკაცრი ზომები ყოფილ პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას ემსახურებოდა, მაგრამ „ბოროტების ზღვარს გასცდნენ“.

„ჯერ მეგონა, რომ რაღაც ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და მათი პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება ციხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება და შიმშილობს, პირდაპირ ვიტყვი, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ესენი ყველა სასამართლოს ქვეშ მოხვდებიან. არ შეიძლება, რომ ეს ასე გრძელდებოდეს“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი „ტვ პირველთან“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."