გოგი მეშველიანი კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა

ნანახია: 510
სრული ინფორმაცია

გოგი მეშველიანი კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მოისმინეს დამსწრეთა საჭიროებები და გააცნეს თუ რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ვეტერანებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადებში კვლავ შეიკრიბებიან, სადაც უკვე ვეტერანების სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს პრეზენტაციას განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების ღვაწლი შეუფასებელია. პარლამენტი მთავრობასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით მუდმივად ვმუშაობთ კანონის დახვეწაზე.“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."