ინგა გრიგოლია - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას

ნანახია: 405
სრული ინფორმაცია

მივმართავ პრემიერ-მინისტრს - ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედია არა შეთქმულებისთვის, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავადაა შეკრებილი.

„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა, მედიას რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც ჩაეწყნარებინათ მღელვარება. მივმართავ პრემიერ-მინისტრს -ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა გრიგოლიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."