,,პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნების ჩატარება, თუ მმართველი პარტია ამ პირობებს შეასრულებს, ჩვენ პარლამენტში შევალთ",- ალეკო ელისაშვილი.

ნანახია: 849
სრული ინფორმაცია

,,პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნების ჩატარება, თუ მმართველი პარტია ამ პირობებს შეასრულებს, ჩვენ პარლამენტში შევალთ",- ალეკო ელისაშვილი.


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებს გამართავს ყველასთან მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ ოღონდ ელჩების თანადასწრებით.


იმ შემთხვევასი კი თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მმართველი პარტია დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. 


როგორც ელისაშვილმა განაცხადა, სურს ოპოზიციაში კონსულტაციები გამართოს მათთან, „ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს“. 


„ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედულობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულად ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ პოზიციაა, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ და გვაინტერესებს სხვების მზაობა ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ელისაშვილმა.


მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას აზრი არ აინტერესებს.


„ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს მასეთ ამრევებთან აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვიანტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“,-განაცხადა ელისაშვილმა.



კომენტარის დატოვება

დამცავი კოდი:*
reload, if the code cannot be seen

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."