ანრი ოხანაშვილი : 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო და ნიკანორ მელია ციხიდან აღარ გამოდის

ნანახია: 347
სრული ინფორმაცია

2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პატიმრობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი თავად მელიას ხელშია.

„ნიკანორ მელია ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."