,,ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, პარტიებზეა დამოკიდებული,დოკუმენტს მოაწერენ თუ არა ხელს", - კრისტიან დანიელსონი

ნანახია: 435
სრული ინფორმაცია

ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა.

„დღეს მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს არის რთული პროცესი. დემოკრატია საჭიროებს მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული და როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს, ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა, პარტიებზეა დამოკიდებული,რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე“, - განაცხადა დანიელსონმა.

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები. დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.

წყარო: Ipn
ფოტ: მთავრი არხი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."