ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესთავაზა

ნანახია: 465
სრული ინფორმაცია

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დასთანხმდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

საპარლამენტო ფრაქციებს მან შესთავაზა, ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერმინისტრად სხვას არ აირჩევენ. 

"ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს და ვნახავთ, ვისი გადადგომა სურს ხალხს". – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა სარქისიანმა უარი თქვა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."