,,ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი ",- სტრასბურგის სასამართლო

ნანახია: 760
სრული ინფორმაცია

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მესამე მუხლის განმარტების შესაბამისად ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი, - ამის შესახებ ნათქვამიაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში.


როგორც საინფორმაციო ფურცელშია აღნიშნული, სამხრეთ ოსური ძალების მხრიდან ქართველ ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებსაც ეკისრებათ.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, დაედგინა, რომ ომის ქართველი ტყვეები სამხრეთ ოსური ძალების მხრიდან ისეთი ტიპის მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მესამე მუხლს. იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა ყველა შემთხვევაში აშკარად დემონსტრირებული არ ყოფილა, ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის იურისდიქციაში შედიოდნენ გულისხმობდა, რომ ეს უკანასკნელი ასევე იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის მოქმედებებზე. იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალები ადგილზე იყვნენ, მათ აღნიშნული ტიპის მოპყრობის წინააღმდეგ ზომები არ მიუღიათ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, კონვენციის მესამე მუხლის განმარტების შესაბამისად, აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი. ასეთ ქმედებებს განსაკუთრებულ სერიოზულობას სძენს ის, რომ ისინი მიმართული იყო სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებიც, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული დაცვის სტატუსით სარგებლობდნენ“, - აღნიშნულია პრეს რელიზში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."