არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილ კომისია 4 დეპუტატით დაკომპლექტდა

ნანახია: 408
სრული ინფორმაცია

არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება. კომისიაში ორი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ორი - უმრავლესობის დეპუტატი.

დროებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და კვოტების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე მიიღო.

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, თავადვე აცხადებენ უარს კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე. საკითხის განხილვისას, "ქართული ოცნების" წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას შეუერთდება და შესაბამისად, კომისიის 4-კაციანი შემადგენლობა გაიზრდება. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ამომრჩევლისადმი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის სტატუსით კომისიაში დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ერთვებიან.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."