არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

ნანახია: 485
სრული ინფორმაცია

არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული".

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას:

"მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად,  ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადებით, არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. 

განცხადებაზე ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  3. ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  4. საზოგადოება და ბანკები
  5. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  6. ცენტრი “ემპათია”
  7. საფარი
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  11.  საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  12. მწვანე ალტერნატივა
  13. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG
  14. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  15. ლიბერალური აკადემია თბილისი
  16. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  17. მედიის განვითარების ფონდი

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."