სააკაშვილი მელიაზე: მივმართავ ივანიშვილს – ჭკუით იყავი

ნანახია: 443
სრული ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას სასამართლო პროცეს ეხმიანება, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

,,მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე - დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამის აღარ სჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და მარტო სანქციები კი არა, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები. 

არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის - ჩემი არამეგობრული მაგრამ დაჟინებული რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა. ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. 

ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების შეცვლასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოუხსნა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."