ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

ნანახია: 632
სრული ინფორმაცია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილმა დღეს 2020 ანგარიში წარადგინა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში 2020 წლის ანგარიში წარადგინა - შოთა რეხვიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში, რეგიონში განხორციელებულ ყველა მასშტაბურ პროექტსა და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. 

2020 წელს, ქვემო ქართლში, სახელმწიფო  და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთობლივი დაფინანსებით, სულ 87 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 528 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდა და ნაწილობრივ ამჟამადაც მიმდინარეობს  6.48 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი. 

გასული წლების მსგავსად, პრიორიტეტული მიმართულება იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
 
კოვიდ-პანდემიის პერიოდში, 2020 წელს,  ქვემო ქართლის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სახელმწიფო, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მასშტაბური სოციალური აქტივობაც განხორციელდა. პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. 
მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარებთან დარიგდა 99 500-მდე სასურსათო პაკეტი. შესაბამისი სასურსათო კალათი მიიღო საბავშო ბაღების  33 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დარიგდა 100 000-მდე საინფორმაციო ფლაერი.

  • Apptelbug
    Нравится 0

    Одновременно с этим существует и другая сторона формирования и организации высказывания.

  • კომენტარის დატოვება

    დამცავი კოდი:*
    reload, if the code cannot be seen

      მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

    ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."