"კომენდანტის საათს” არის ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვა", - ზურაბ ჯაფარიძე

ნანახია: 520
სრული ინფორმაცია

"გირჩის" ლიდერის,ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები აპირებენ, რომ 21:00 საათის შემდეგ დაწესებული რეგულაცია, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, დემონსტრაციულად დაარღვიონ. ჯაფარიძის თქმით, პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"ზოგადად, ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვ, თუმცა დღეს კონკრეტულად "კომენდანტის საათს” ვაპროტესტებთ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვა. თვეებია 21:00 საათის მერე სახლიდან თავის გამოყოფის უფლებას არ გვაძლევენ. ამას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს. აქ ვიკრიბებით ადამიანები, რომლებიც ვაპირებთ, რომ დემონსტრაციულად დავარღვიოთ სახელმწიფოს ეს რეგულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სახელმწიფოს რაღაც სანქციები აქვს გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ ნიშნავს რომ დღევანდელი ღამის შემდეგ მთავრობა გაფუცხუნდება და რაღაცას შეცვლის, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. სხვა ადამიანები გაიგებენ, რომ გაპროტესტებას აზრი აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."