პრემიერი - თუ ევროპელ მეგობრებს სურთ, რომ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს - ეს გადაწყვეტილება, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს

ნანახია: 33
სრული ინფორმაცია

პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა - ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ საქართველოს ევროპელ მეგობრებს სურთ, რომ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს.


„მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის და მისი გაღრმავებისთვის იყენებენ. ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელი და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, ამიტომ, თუ ჩვენც და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანას ამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის და გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ კანდიდატის სტატუსი უნდა მისცეს. ეს როგორც მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."