საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

ნანახია: 456
სრული ინფორმაცია

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა შემდეგი დეპუტატების განცხადებები განიხილა: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა შესაბამისი პროცედურები ჩაატარა, მოხდა წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობის კიდევ ერთხელ შემოწმება და კომიტეტმა დაადგინა მათი ნამდვილობა.

მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საკუთარ დასკვნას ბიუროს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, სწორედ ოპოზიციონერთა მანდატების შეწყვეტა იქნება.

ცნობისათვის, კომიტეტმა 27 იანვარს უფლებამოსილების შეწყვეტაზე "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები განიხილა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."