პოლიტიკა 20.01.2022 / 14:23აა კელი დეგნანი - საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან

ნანახია: 360
სრული ინფორმაცია

რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, ეს კრიზისი რუსეთმა შექმნა. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებსა რუსეთთან იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს და რა არის რეალურად რუსეთის აგრესიული ქმედებების უკან უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ კონსულტაციებში საქართველოც ჩართო.

„ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან, ვინაიდან ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, ასევე ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ინარჩუნებს და საშუალებას აძლევს ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განიცადონ. ჩვენი მიზანი არის ამ პრინციპების დაცვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ თავისუფლებაზე, ბევრ იმ უფლებაზე, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციით.

ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ მიზნით მართავს ის შეხვედრებს პარტნიორებთან და პარტნიორებთან დღეს ბერლინში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,“- აღნიშნა ელჩმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."