ბექა ბასილაია: ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშობლოში დაბრუნების გამო?!.

ნანახია: 42
სრული ინფორმაცია

მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია იყოს არალეგალური ქმედება. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ. როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშობლოში დაბრუნების გამო?!- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც ისაუბრა სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს დღეს, კიდევ ერთხელ მიმართავს და საზოგადოება მის გზავნილებს მოისმენს.

„მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური დევნილი, დღესდღეობით არის პოლიტიკური ტყვე. პოლიტიკური დევნილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია იყოს არალეგალური ქმედება. ეს არის პოლიტიკური, ჰეროიკული აქტი, რომელიც სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება. ანალოგიური ქმედება, ნაბიჯი გადადგა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ. როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშობლობლოში დაბრუნების გამო?! ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს ახალა. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ყველაზე დიდ რეფორმატორზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რეფორმატორი პოლიტიკურად მოტივირრებული, ოთარ ფარცხალაძის და ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის მიერ სამართლდება“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."