Главная > გარემოს დაცვა > დღეს დედამიწის დღეა!

დღეს დედამიწის დღეა!


22-04-2021, 12:26. Разместил: mariko
🟢 დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.

🟢 პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა. დღეს 22 აპრილი 192-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით, რომელსაც გლობალურად კოორდინირებას დედამიწის დღის ქსელი უწევს.

🟢 დღეს, დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვის დღე, რომელსაც ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, როგორც ადამიანის ქცევის შეცვლისა და გლობალური, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებების განხორციელების ყოველწლიურ ქმედებას.
წლევანდელი დედამიწის დღის თემა არის – კლიმატის ცვლილება და ბუნების აღდგენა.

🟢 შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ დედამიწის დღე!

Вернуться назад